მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პარაგვაი

პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტი პედრო ალიანა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც სენატმა სანტიაგო პენიას იმპიჩმენტი გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში საბანკო სექტორის რყევებმა და მასშტაბურმა საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ გამოიწვია.

პენიამ მმართველი კონსერვატიული პარტიის, "კოლორადოს" ლიდერების მხარდაჭერა დაკარგა, როდესაც კანონმდებლებმა ის ციფრული ბანკის, Ueno-ს კრახში დაადანაშაულეს. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის გაკოტრების გამო მილიონობით მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშებზე წვდომა დაკარგა.

52 წლის ალიანა პრეზიდენტის პოსტზე პენიას დარჩენილ ვადას - 2028 წლის აგვისტომდე შეასრულებს. "კოლორადოს" პარტიის ვეტერანმა ლიდერმა, რომელიც მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის დაგვირგვინებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა, დასახულ მიზანს ორი წლით ადრე მიაღწია.

იგი პენიასადმი ლოიალობას ორშაბათამდე ინარჩუნებდა, ვიდრე არ განაცხადა, რომ დეკემბრის პარტიულ პრაიმერიზში მონაწილეობას დროებით აჩერებდა, რათა მთავრობას ქვეყნის ფინანსური კრიზისის მოგვარებაზე ეზრუნა.

"მე მსურს გავხდე რესპუბლიკის პრეზიდენტი. მიმაჩნია, რომ მაქვს შესაძლებლობები, მაქვს ცოდნა და მაქვს იდეები", - განუცხადა ალიანამ ჟურნალისტებს ორშაბათს.

იმავე გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვების დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდა. ეს ნაბიჯი აღქმული იქნა, როგორც პენიასგან დისტანცირების მკაფიო ნიშანი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტზე ზეწოლა Ueno-ს კრიზისის გამო სულ უფრო იზრდებოდა. პენია 2025 წლის მარტამდე იმ ჯგუფის ბიზნესპარტნიორი იყო, რომელიც აღნიშნულ ციფრულ ბანკს ფლობდა.

ალიანა შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა "კოლორადოს" პარტიის თავმჯდომარის პოსტს - ძალის, რომელიც პარაგვაის ბოლო რვა ათწლეულის უმეტეს პერიოდში მართავდა. მისი პოლიტიკური დაწინაურება ყოფილი პრეზიდენტის, ორასიო კარტესის მხარდაჭერით მოხდა.

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები