მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორი სანქციების მოთხოვნებს აუცილებლად იცავს - პროკრედიტ ბანკის CEO

პროკრედიტ ბანკი

გერმანული "პროკრედიტ ჯგუფის" წევრი, ქართული "პროკრედიტ ბანკის" CEO ალექსი მატუა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს აუცილებლად იცავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ SWIFT-ის გადარიცხვების, თუ ვიზასა და მასტერქარდთან პარტნიორობის შეჩერების შეზღუდვები დაუწესდებათ. ამის შესახებ ალექსი მატუამ მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხისას განაცხადა.

"ნებისმიერი სანქცია რომელიც დაწესდება ის აღსრულდება, ეს არ უკავშირდება სანქციის შინაარსს და ჩვენ ამაში ვერ შევალთ, მაგრამ ნებისმიერი სანქცია აღსრულდება. სხვა შემთხვევაში ბანკი ვერ იარსებებს და ვერ იქნება ბანკი. ნებისმიერ ბანკს ეხება ეს რადგანაც Swift-ის გარეშე ბანკი ვერ იარსებებს, მასტერქარდის და ვიზას გარეშე ბანკი ვერ იფუნქციონირებს საერთაშორისო დონეზე. ლოკალურ დონეზე არის რაღაც ბარათები, თუმცა გლობალური ბიზნესის კეთება შეუძლებელია და იგივე IFI-ებიც თუ სანქციებს არ შეასრულებ, მათი პარტნიორი ვერ იქნები,"- აცხადებს მატუა.

კითხვაზე მოქმედებს თუ არა ქვეყანაში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური გარემო ბანკის განვითარებაზე, ალექსი მატუა პასუხობს, რომ ამას მათზე ხელშესახები გავლენა აქვს, რადგან თუკი ორი წლის წინ ბანკის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ექსპანსიაზე ჰქონდათ საუბარი, ამჟამად ინვესტორებისგან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე უფრო მეტი კითხვები ისმის. აღნიშნულის გამო კი ბანკი იმ მასშტაბის გაფართოებას აღარ გეგმავს, როგორც ეს წარსულში განიხილებოდა.

"კითხვები აქვთ გულახდილად რომ ვისაუბროთ. როდესაც ორი წლის წინ იყო კითხვები რა დავაფინანსოთ, როგორ წარვმართოთ განვითარება, დღეს არის მთავარი კითხვები რომლებიც ადრე არ იყო, პირდაპირ რომ ვთქვათ, რაც გამოიწვია იმ სიტუაციამ რაშიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვართ. იგივე კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აქვთ კითხვები და ჩვენ ვერ ავუხსნით ამას, ისე როგორც ავტორი აუხსნიდა, თუმცა არის კითხვები და ეს ტურბულენტობა მოქმედებს. გარკვეული ტიპის სიფრთხილეს იწვევს ეს ყველაფერი, რადგან თუკი ერთი წლის წინ ვსაუბრობდით აქტიურ ექსპანსიაზე წელს უფრო სიფრთხილეზე და არა აგრესიულ ზრდაზე",- აცხადებს ალექსი მატუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები