თანამედროვე ელექტრონული კომერცია და მიტანის სერვისები მხოლოდ ლოგისტიკას აღარ წარმოადგენს, ეს არის საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე ეკოსისტემა, რომელიც ძლიერ B2B პარტნიორობასა და სტრატეგიულ გაყიდვებზე დგას. ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე Wolt Georgia გახლავთ, რომელმაც 2021 წლიდან ბაზარზე რითეილ მიმართულების განვითარება აქტიურად დაიწყო. კომპანიის ამ მასშტაბური ტრანსფორმაციისა და კომერციული ზრდის უკან 10 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი დგას. როგორ ინერგება საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ბაზარზე, რა სპეციფიკა აქვს კორპორაციულ გაყიდვებს და რა გზა უნდა გაიაროს ქალმა ტექნოლოგიურ სექტორში ლიდერის პოზიციამდე?
სტუმარი: თინა ბაღათურია - Wolt Georgia, გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























