მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორს მოგება შეუმცირდა - რომელი ბანკებია ზარალზე?

6329bb15bc9c8
ნინო ტაბატაძე
21.09.22 00:00
9932
საბანკო სექტორს მოგება შეუმცირდა. 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა 1.296 მლრდ ლარის წმინდა მოგება დააგენერირეს. გასულ წელთან შედარებით კლება 174 მილიონი, ანუ 11.8 %-ია.
მხოლოდ აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 168 მლნ ლარი შეადგინა. წლიურად კლება 28%-ია.

აღსანიშნია, რომ აგვისტოში ბანკებმა 96.6 მლნ დაარეზერვეს, რაც წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 კომერციული ბანკიდან მოგებაზეა 11 ბანკი.

კომერციული ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით/ 2022 წლის 8 თვე

თიბისი ბანკი - 630,146 მლნ ლარი
• საქართველოს ბანკი - 563,424 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი - 36,226 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი - 31,231 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 29,775 მლნ ლარი
• ტერა ბანკი - 22,303 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი - 17,741 მლნ ლარი
• კრედო ბანკი - 15,441 მლნ ლარი
• იშ ბანკი - 11,846 მლნ ლარი
• ხალიკ ბანკი - 7,948 მლნ ლარი
• ზირაათ ბანკი 4,964 მლნ ლარი

8 თვის ჯამური მაჩვენებლებით 3 ბანკია ზარალზე. მათ შორის, ყველაზე დიდი ზარალი - 68.6 მლნ ლარი სანქცირებული რუსული VTB-ს შვილობილმა „ვითიბი ბანკმა“ მიიღო.

ბანკების რეიტინგი ზარალის მიხედვით / 2022 წლის 8 თვე

ვითიბი ბანკი - 68,646 მლნ ლარი
• პაშა ბანკი -2,616 მლნ ლარი
• სილქ ბანკი -2,370 მლნ ლარი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები