მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სესხებმა 43.6 მილიარდ ლარს მიაღწია

63a9b2145d4fa
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.22 18:50
618
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში საბანკო სესხები წინა თვესთან შედარებით 411 მილიონი ლარით გაიზარდა და 43.65 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 199.56 მლნ ლარით (0.84%-ით)  ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 212.25 მლნ ლარით (1.10%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.54%-ით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.30%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.19 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.06%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.51%-ით მეტი).

2022 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.98%-ით, ანუ 225.98 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 23.30 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.13 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები