მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო ბაღები, მაღაზიები, ბაზრები - სურსათის ეროვნულმა სამსახურმა 25 621 ობიექტი შეამოწმა

624c250e872a5
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 15:50
766
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტში აგრარული კომიტეტზე სააგენტოს 2021 წლის ანგარიში წარადგინა. სეს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, გასულ წელს სურსათის უვნებლობის მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა მიმართულებით - ბიზნეს ოპერატორებთან აგრარულ ბაზრებზე, სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, სასურსათო მაღაზიებში, საბავშვო ბაღებში 25 621 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

„მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ 3 884 ნიმუში ყველა მიმართულების სურსათიდან აიღო, თუმცა თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე მათგანზე.

• აღებული 101 თაფლის ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 3-ში გამოვლინდა, რაც წარმატების მაჩვენებელია;
• სუნელ-სანელებლების 761 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა არცერთ შემთხვევაში გამოვლინდა;
• სხვადასხვა სახის სურსათი სუდანის ჯგუფის საღებავებზე შევამოწმეთ და დარღვევა არ ყოფილა;
• სახეობრივი კვლევის ნიმუშებიდან ვირის და ცხენის ხორცის 160 ნიმუშიდან 21-ში დარღვევა გამოვლინდა;

სახელმწიფო კონტროლის შედეგად 2 414 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა“, - განაცხადა ბასილაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელწმიფოს კონტროლის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

„2021 წელს სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმებს მეექვსე მექანიზმი HACCP-ის აუდიტის მექანიზმი დაემატა. HACCP-ის დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაცია 1790 ბიზნესოპერატორს მიეცა“, - განაცხადა მან.

მისი შეფასებით, 2021 წელს ვეტერინარული მიმართულებითაც წარმატებული იყო. ამ პერიოდში 6 442 941 ვეტერინარული მანიპულაცია შესრულდა, მათ შორის ვაქცინაცია/ ლაბორატორიული კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და პირუტყვის სეზონური გადარეკვისას გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები