მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს

ბაღები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ხორცის ფალსიფიკაციის ბრალდებით, ორი კომპანიის დირექტორი დააკავა. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის სანაცვლოდ, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს.

სუსის ცნობით, დაკავებულ კომპანიებს „ბი.ჯი.ემ.1“-სა და „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფალსიფიკაცია) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები