მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა - დევდორაკში სასიგნალო შეტყობინება დაფიქსირდა

დარიალი

საბაჟო პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი დევდორაკში სასიგნალო შეტყობინება გახდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ინფორმაციის გადამოწმების პარალელურად, სასაზღვრო გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

"ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები