მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოიტანა 141.89 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს ნივთები, რომლის საბაჟო ღირებულება 36 657 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 36 657 ლარის საბაჟო ღირებულების 141.89 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები