ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, საბაჟოზე ე.წ. ყვითელ დერეფანში ტვირთების მოხვედრის შემთხვევები გახშირდა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ განსაკუთრებული გამოწვევა რითეილ სექტორისთვისაა, რომელსაც ტვირთის განბაჟებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა წინასწარ უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების შემოწმების პროცესი ავტომატიზებულია, ბიზნესი არ გამორიცხავს, რომ შემოსავლების სამსახური ამ მექანიზმს ბიუჯეტის შესავსებად იყენებდეს. რა პრობლემებს აწყდებიან კომპანიები საბაჟოზე და რა კითხვები აქვთ მათ შემოსავლების სამსახურთან?