საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
საქმე ეხება სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილ 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაწარმს, რომლის საბაჟო ღირებულება 212 152.3 ლარს შეადგენს.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი. მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.




























