მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საბაჟოზე სკანერების რიცხვი და ადამიანური რესურსი უნდა გაიზარდოს, თორემ შეფერხებები სულ იქნება” - UPS

იუპიესი

UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამანათების გაზრდილ მოცულობების მისაღებად მზად არც ბიზნესი და არც სახელმწიფო იყო, რაც TEMU-ს გააქტიურებისთანავე შესამჩნევი გახდა.

საქმე ის არის, რომ საქართველომ უცხოეთიდან 2024 წელს 15 მილიონი ამანათი გამოწერა - რეკორდული რიცხვი ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით ულტრა ბიუჯეტური ამანათების სეგმენტში მომუშავე ონლაინ პლატფორმა TEMU-ს დამსახურებაა, ანგარიშგასაწევი წილი აქვს თურქულ trendyol-საც.

გიორგი ქოპილაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით გამოწვევები ბაზარს არც დღეს აკლია.

“ჩინეთიდან გაზრდილმა ნაკადმა სირთულეები შექმნა. როდესაც ჩვენ 24-საათიან საბაჟო მომსახურებაზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად 24-საათიანი საბაჟო მომსახურება არ გვაქვს. შესაბამისად, ექსპრეს საკურიერო მომსახურების მომწოდებელი კომპანიები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტვირთს საბაჟო კონტროლი დილით, მაქსიმუმ 10 საათამდე ჰქონდეს გავლილი, რომ მერე დახარისხება და მიწოდება მოხდეს. ამ გაზრდილ ტვირთბრუნვას რესურსის ნაწილში საბაჟომ ვერ უპასუხა და პროცედურულად სირთულეები შეიქმნა .

რამდენიმე გადამზიდავი არის საბაჟო კონტროლის ზონაში ერთად დილით, როცა კონტროლის გავლა უნდა მოხდეს და ეს გაზრდილი ტვირთანაკადის გათვალისწინებით საკმაოდ შეფერხებებს ქმნის.

ადამიანური რესურსის გაზრდა აუცილებელია და მერე უკვე უსაფრთხოების სკანერების რაოდენობის ზრდა არის აუცილებელი. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც გაზრდილ ტვირთანაკადს უპასუხებს. ეს ორი ნაწილი თუ არ მოგვარდა, ყოველთვის იქნება შეფერხებები.”-ამბობს UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები