საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივ რეისებზე შეზღუდვებს აწესებს. საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვები 19 აპრილამდე გარძელდება, რაც შეეხება შიდა ფრენებს, რეგულაციები 12 აპრილამდე იმოქმედებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, ახალი რეგულაციების თანახმად, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, საბერძნეთში ჩასვლის დროს თან 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი იქონიოს.
უცხოელი ტურისტები ვალდებული იქნებიან, 7-დღიანი კარანტინი გაიარონ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისრაელის მოქალაქები.
ამასთან, საბერძნეთს შეჩერებული აქვს საერთაშორისო რეისები არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო მიიღო. საბერძნეთში სკოლები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები დახურულია. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 273,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით გარდაიცვალა 8,300 ადამიანი.