მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად ქარის ელექტროსადგურებს ააშენებს

eu

ქვეყნის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად საბერძნეთის მთავრობა ქარის პირველი ოფშორული ელექტროსადგურის ასაშენებლად ხელსაყრელ ადგილს უკვე არჩევს. ხმელთაშუა ზღვის ეს ქვეყანა, რომელიც ზღვითაა შემოსაზღვრული და სტაბილური ქარიანობა ახასიათებს, განახლებადი ენერგიის გამომუშავებისთვის ხელსაყრელი ტერიტორიაა.

საბერძნეთმა გასულ წელს ონშორული ქარის, მზისა და წყლის ელექტროსადგურებით, ელექტროენერგიის სრული წილის 50% გამოიმუშავა, დარჩენილი ნაწილი კი სათბურის აირების ემისიების მწარმოებელ ბუნებრივ აირზე, ნახშირსა და ნავთობზე მოდის.

2030 წლამდე საბერძნეთი ღია ზღვაში მინიმუმ 2 გიგავატიანი სიმძლავრის მქონე ტურბინებს ააშენებს, რაც ქვეყნის სანაპიროზე დადგმული სიმძლავრის 1/10-ია. საწყისი გეგმის თანახმად, ქვეყნის ენერგორესურსების მმართველი კომპანია, რომელიც პროგრამას უძღვება, ელექტროსადგურებს ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვებში 25 სხვადასხვა მონაკვეთზე, საერთო ჯამში, 2711 კვ.კმ-ზე ააშენებს.

საბერძნეთის ენერგიისა და გარემოს მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში მსგავსი პროექტების განვითარება არა მხოლოდ მათ ენერგოდამოუკიდებლობას უწყობს ხელს, არამედ ქვეყანას მწვანე ენერგიის ექსპორტის პოტენციალსაც აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები