მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საზღვრების გასახსნელად გზები მოძებნოს

5f622bb8cd1fd
სალომე მეცხვარიშვილი
16.09.20 22:15
2235
საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ხარის თეოხარისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოძებნოს გზები საზღვრების გახსნის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. ამის შესახებ განცხადება მან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებთან გააკეთა. UNWTO-ს სხდომა საქართველოში, თბილისში გაიმართა.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ქვეყნებს შორის საზღვრები გახსნილი არ არის.

“საზღვრების გახსნა აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ტურიზმის ინდუსტრია რეალურად ამუშავდეს. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაციაა. როცა თქვენ ხართ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელსაც ბევრი სახმელეთო საზღვარი აქვს, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ საბერძნეთისთვის საზღვრების გახსნა და ფრენების აღდგენა წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ამ პროცესში ჩვენ ახალი ინფიცირებულების დაბალ რაოდენობასაც ვინარჩუნებთ. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოძებნოს გზები, თუ როგორ არის შესაძლებელი საზღვრების გახსნის პროცესის კიდევ უფრო გაფართოება”,- აცხადებს მინისტრი.

საბერძნეთის ელჩი საქართველოს მთავრობას საზღვრების გაუხსნელობის გამო აკრიტიკებს



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები