მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს

ავიამზიდი Gerald R. Ford

საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ირანის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობის ეჭვი გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

საუბარია პირზე, რომელიც სპეცსამსახურებმა კრეტაზე მდებარე სუდას სამხედრო-საზღვაო ბაზის სიახლოვეს არაერთხელ შენიშნეს. ის აშშ-ის ავიამზიდ USS Gerald Ford-ის გადაადგილებას აკვირდებოდა და ფოტოებზე აღბეჭდავდა. საქართველოს მოქალაქე ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დაკითხეს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მამაკაცი საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მისი დაკავება ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე მოხდა.

გამომძიებლების თქმით, მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ჯაშუშური საქმიანობის ეჭვებს ამყარებს, თუმცა აღმოჩენილი მასალების დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა, შესაძლოა, კავშირში იყოს 2025 წლის ზაფხულში მომხდარი ფაქტთან, როდესაც სუდას ბაზაზე ჯაშუშობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

ბერძენი ძალოვნები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს უფრო ფართო ქსელთან, რომელიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მითითებით მოქმედებს. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა კვიპროსზეც, სადაც დაკავებული პირი სამხედრო ობიექტების გადაღებაში იყო ეჭვმიტანილი და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კავშირი ჰქონდა ირანულ სტრუქტურებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები