გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი დინამიკა შეინიშნება – დღის განმავლობაში პლანეტის ყველა ძირითადი ინდექსის შეფასება შემცირებულია.
მაგალითად, აზიის რეგიონში იაპონური Nikkei 225-ის შეფასება 5.2%-ითაა შემცირებულია, Asia Dow თითქმის 4.5%-ით დაეცა, ხოლო Sensex-ის კაპიტალიზაცია 2.4%-ითაა შემცირებული.
ევროპის რეგიონშიც ანალოგიური ვითარებაა, ფლაგმანური Stoxx 600 Index-ის შეფასება 2.4%-ით შემცირდა, FTSE 100 თითქმის 2%-ით დაეცა, ხოლო DAX-ის შეფასება 2.5%-ითაა შემცირებული.
აშშ-ის საფონდო ბირჟას რაც შეეხება, თუკი წინასავაჭრო სესიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ S&P 500, Nasdaq და Dow Jones საშაულოდ 1.5%-ით არის შემცირებული.
საფონდო ბაზრიდან კაპიტალის გადინება პირდაპირ კავშირშია ნავთობის მიერ $100-დოლარიანი ნიშნულის გადალახვასთან, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დაჩქარების, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეცესიის დაწყების რისკებს დრამატულად ზრდის.




























