მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბითუმო ქათმის ხორცი გაძვირდება - "ინვეტი"

5fad44342be38
ელენე გოგბერაშვილი
13.11.20 09:00
2695

ქათმის ხორცის მწარმოებელთა ნაწილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საბითუმო  ხორცის ღირებულება გაიზრდება. მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ფრინველის საკვების გაძვირება და ლარის გაცვლითი კურსი სახელდება.

„საერთაშორისო ბაზარზე საკვებ ნედლეულზე იზრდება ფასები, ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსი. შედეგად ორმაგი დარტყმა მივიღეთ და სწორედ ამან გამოიწვია ფასების გაზრდა.

მაგალითად, დღესდღეობით საქართველოში შემოტანილი სოიოს შროტი(ცხოველის საკვები) ერთი თვის წინ თუ ღირდა 500 დოლარი დღგ-ს ჩათვლით, დღეს ღირს 600 დოლარი. 100 დოლარით გაძვირებას დაემატა ის, რომ ვალუტა გაძვირდა და კატასტროფული ფასი მივიღეთ.

ასევეა სიმინდი და ხორბალიც. ზეთიც გაძვირდა, რაც ასევე გამიყენება ცხოველთა საკვებში და ამანაც იმოქმედა ფასებზე“-აცხადებს კომპანია „ინვეტის“ დირექტორი დავით შალამბერიძე.

კომპანია „ინვეტი“, რომელიც საკვების იმპორტს ახორციელებს და ამასთან საკუთარი ფრინველის ხორცის საწარმო აქვს, აცხადებს, რომ თუ დღეს ერთი კილოგრამი ქათმის ხორცის საბითუმო ფასი 5-5,5 ლარია, ფასების 30%-ით ზრდის შემთხვევაში საბითუმო ფასი 6,5 ლარამდე მოიმატებს.

„ადრე თუ ერთი კილოგრამი ფრინველის საკვები 1,30 ფარგლებში იყო, დღეს არის 1,70, ფარგლებში ანუ ეს მნიშვნელოვანი წილია და მნიშვნელოვანი გაძვირება იქნება. ერთი კილოგრამი ხორცის ღირებულება გაძვირდება, რადგან ფერმერებს სხვა გზა აღარ დარჩებათ, რომ არ გააძვირონ პროდუქცია.

დღეს 5-5,5 ლარია 1 კილოგრამის ქათმის ხორცის საბითუმო ფასი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ 30%-ით მომატებს, 6,5 ლარამდე იქნება საბითუმო ფასი.

კიდევ ცუდი ისაა, რომ ეს არის სეზონის დასაწყისი, როცა ახლა ხდება მარცვლეულის აღება, როცა ახლა არის ასეთი ფასები, წარმოგიდგენიათ როგორი ფასები იქნება იანვრის შემდეგ?  კიდევ მოიმატებს მარცვლეულის ფასი, ახლა წესით უნდა იყოს ყველაზე იაფი“-აცხადებს შალამბერიძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები