მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბიუჯეტო კრიზისი თუ ეკონომიკის ზრდა? - ვითარება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომელიც მაქსიმალურად პოზიტიურად და იმედის მომცემად გამოიყურება და სრულად უგულებელყოფს რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტის დეფიციტს, შემცირებულ შემოსავლებს და გაზრდილ საგადასახადო წნეხს. რეალობის წარმოჩენის ნაცვლად, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა და სამომავლო სტრუქტურული რეფორმების გეგმები წარადგინა. როგორც რეშეტნიკოვი აცხადებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკური ზრდა რეალურ გამოხატულებაში 10%-ს შეადგენს, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით კი ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს. რეალობა კი რასაც ჩვენ ვითვლით და ვხედავთ არის შემდეგი: რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი სერიოზული კრიზისის წინაშეა.მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი გაძვირებულია, ოფიციალური მოსკოვის ხაზინის დანაკლისი მაინც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.2026 წლის პირველ ოთხ თვეში დეფიციტმა გეგმურ წლიურ მაჩვენებელს უკვე 50%-ით გადააჭარბა,რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო ხარჯების ზრდა და დასავლური სანქციების წნეხი რუსულ ეკონომიკას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები