მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბორნე გადაზიდვების განვითარება რუმინეთის გარდა საბერძნეთთან და იტალიასთანაც უნდა მოხდეს"

საბორნე გადაზიდვები

საბორნე გადაზიდვების განვითარება რუმინეთის გარდა საბერძნეთთან და იტალიასთანაც უნდა მოხდეს- ამის შესახებ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილმა ცაგარეიშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად მოხდა რუმინეთის მიმართულებით გასულ წელს ამოქმედებული საბორნე გადაზიდვების პოტენციალის ათვისება, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია კავშირების გაფართოება.

პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს საბორნე კავშირები ისეთ ქვეყნებთან როგორებიცაა საბერძნეთი და იტალია. ცაგარეიშვილი თვლის, რომ ამ ბიზნესით მისი მოგებიანობის გათვალისწინებით უნდა დაინტერესდეს კერძო სექტორიც.

“რეალურად ჩვენ გვაქვს ერთი აწყობილი, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვა. ეს პროექტი აპრილიდან ჩაეშვა, მაგრამ რეალური შედეგები ჯერ არ გვაქვს, ამაზე ინფორმაცია არ ვიცით. არამარტო შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან არის შესაძლებელი საბორნე გადაზიდვების განვითარება, არამედ საბერძნეთთან, იტალიასთან. მაგალითად თხილის გადაზიდვის შემთხვევაში არსებობს ასეთი პორტი - ტრიესტი, სადაც 15 წლის წინ მთელი თხილის მოსავალი საბორნე გადაზიდვით მიემართებოდა.

ეს არის ძალიან შესაძლებლობა, რატომ არ შეიძლება რომ ბიზნესი, რომელიც დეველოპმენტით არის დაინტერესებული ამ მიმართულებით დაინტერესდეს? ეს მოგებიანი ბიზნესია. დღეს ასეთი საბორნე გემები ძალიან ბევრია გაჩერებული ხმელთაშუა ზღვაში და მისი დროებითი ჩარტერით აყვანა შესაძლებელია და საბორნე გადაზიდვების განხორციელება ევროკავშირის ქვეყნებში. “-ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, ნახევარ წელზე მეტია ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. ამ მარშრუტით ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები საქართველოს გავლით უმოკლესი გზით ევროპას უკავშირდება. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საგზაო მარშრუტს ემსახურება. პირველი რეისი E60 Shipping Line-ის მიერ ITMC-სთან პარტნიორობით გასულ წელს განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები