მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბურავებისა და ჯართის არასწორ განთავსებაზე ჯარიმები რეგიონებშიც დაწესდება

პარლამენტში განიხილება ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პირველად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აძლევს უფლებას დაასანქციროს მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და ადვილად აალებადი ან ფეთქებადი მასალების არასწორი განთავსებისთვის. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმები მერყეობს 2 500-დან 10 000 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის − 5 000-დან 30 000 ლარამდე.

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები