მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბურთალოს რაიონის მოსახლეობას დღეს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება

თელასი
24.09.25 08:11
1165

თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბასილაიას, ცინცაძის, ბაკურციხის, იყალთოს, ნატახტარის, მიხეილ თამარაშვილის, ნოდარ ანდღულაძის, ანდღულაძის, გურამ ბზვანელის, საბურთალოს, მიხეილ ასათიანის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ტეხურის, ზურაბ ქაფიანიძის, ბახტრიონის, ტუსკიას, წინაუბნის, ლიხაურის, სულხან ცინცაძის და ქარელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები