მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბურთალოსა და გლდანის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდებათ

თელასი
17.03.25 08:28
3834

თბილისში, საბურთალოსა და გლდანის მოსახლეობის ნაწილს, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, მაჭავარიანი, მუხრანის, პეტრიწის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს, სხვიტორის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ყუშიტაშვილის, უწერის, ლიბანის, ხეჩუაშვილის და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები