თბილისში, კანდელაკის ქუჩის 1-ში კომპანია "რადიუსი" 8-სართულიანი ბიზნესცენტრის მშენებლობას გეგმავს - შესაბამისი პროეექტის წინასწარი შეთანხმება თბილისის არქიტექტურის სამსახურში უკვე მოხდა. შენობა 810 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება და მისი ფართობი 4269 კვადრატული მეტრი იქნება.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ნაგებობა "ხმალაძე და არქიტექტორების" ბიუროს მიერ არის დაპროექტებული. ბიზნესცენტრი 44.7 მეტრის სიმაღლის იქნება.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "რადიუსი" 2018 წელს არის დაფუძნებული და მის მფლობელს კომპანია "აიტი ვენჩარი" წარმოადგენს. კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია ასევე ფლობს წილებს შპს "ბეთლაივში" რომელიც ონლაინ აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, ასევე შპს "კოსმოსსა" და "გრინ ჰოუმ ბლოქსში", რომლებიც უძრავი ქონების სფეროში საქმიანობენ.