შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისთვის მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჯამში 51 964 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღრიცხა. საპატრულო პოლიციამ ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოწერა. ჯამში სანქცია წლის პირველ ნახევარში 14 855 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
წლის პირველ ნახევარში გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, შსს-მ მძღოლები მობილურით სარგებლობისთვის ჯამში 1,5 მლნ ლარზე მეტით დააჯარიმა.