მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა გავიაზროთ, სად მიდის ჩვენი ტვირთების ჯაჭვი და ამით რუსეთის აგრესიას ხომ არ ვაძლიერებთ - მელაშვილი

64bd8a9b670d7
სალომე ხიდურელი
24.07.23 00:10
570
Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს, რათა მასზე ზეწოლა მოახდინოს და რუსეთთან კონკრეტული პროდუქციით ვაჭრობის შეჩერებაში დაარწმუნოს.

ამ ვითარებაში კი საქართველოდან ავტო-ექსპორტში ყველაზე დიდი წილი სწორედ ყირგიზეთს უჭირავს. გამოიწვევს თუ არა ეს დასავლეთის მხრიდან საქართველოზე სანქციებს და აძლიერებს თუ არა ქვეყანა რუსეთის ეკონომიკას, ამ საკითხზე გადაცემა „ანალიტიკაში“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი საუბრობს.

„საკმაოდ სახიფათო ტრენდთან გვაქვს საქმე. საქართველო გარშემორტყმულია ევრაზიული კავშირის ქვეყნებით. ის ტრენდი, რომელსაც ვხედავთ, საქართველოდან ექსპორტის ზრდა სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სახიფათოა.

ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ელოდნენ, რომ საქართველო დააწესებდა სანქციებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებდა. ერთადერთი და მთავარი მოლოდინი რაც არსებობდა ჩვენთან მიმართებით, იყო ის რომ საქართველო არ გახდებოდა ერთგვარი შავი ხვრელი, რომლის მეშვეობითაც რუსეთში შევიდოდა სანქცირებული ტვირთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების დარღვევის ფაქტი პირდაპირ არ დადასტურებულა“, - ამბობს ის.

მელაშვილის თქმითვე ასეთ ვითარებაში აუცილებელია დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

„რადიკალური მიდგომა იქნება, რომ შევწყვიტოთ ყველანაირი სახის ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ეს წარმოუდგენელია და ამას ჩვენგან არც არავინ ითხოვს. ჩვენ გვჭირდება ვაჭრობის გაგრძელება პასუხისმგებლობით და იმის გააზრება, ტვირთების ჯაჭვი სად მიდის და ხომ არ ვაძლიერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში“, - ამბობს მელაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს საკმარისი ბერკეტები აქვს ბაზრის დივერსიფიკაციისა და ვაჭრობის დასავლეთის ქვეყნებთან გაძლიერებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები