მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭიროა, შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები - კონგრესმენი კოენი

სტივ კოენი

“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით", - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა ურთიერთობა უნდა შეაჩეროს მანამ, ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

"ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი "ამერიკის ხმასთან".

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. კანონპროექტზე, რომელიც "ამერიკის ხმას" კონგრესიდან მიაწოდეს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი მუშაობდნენ.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები