მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლებში სამხედრო ექიმებსაც ჩართავენ - სამინისტრო

611a706a191c8
BM.GE
16.08.21 18:03
584
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის დაწესებულების მოწყობა სხვადასხვა ქალაქში, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

„ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით ორ დღეში მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. განკუთვნილია 500-მდე პაციენტისთვის. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული. ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. თუ საჭიროება დადგება, ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როდესაც ამისი საჭიროება და აუცილებლობა იქნება. გვაქვს გამოცდილება და თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტლები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ამ ღირებული სამუშაოსთვის.

რაც შეეხება გამოცდილებას, ეს არის ძველი გამოცდილება წარსული ათწლეულების მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში, ყველა ექიმი, მათ შორის სამხედრო ექიმებიც, ჩაერთვებიან. საველე ჰოსპიტალის მომსახურეობა არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება. აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, ერთ ექიმს შეუძლია ერთზე მეტ საწოლს მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი. აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება. აქ არ იქნება შესაძლებელი ადამიანის დაინტუბირება, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ სიმძიმის პაციენტს შეეძლება აქ განთავსება. ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ძლევს ამ პრობლემას, შემოღებულია რეგულაციებიც და იმედი გვაქვს, აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება. ეს არის დამატებითი ნაბიჯი. თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები