საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დროებითი შეზღუდვა ინტენსიურ თოვას უკავშირდება.




























