ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობააღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.