მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ბაზის რეაბილიტაციის პროექტირების კონკურსი გამოცხადდა - ბიუჯეტი ₾1 მლნ-ია

ჩიხურა

საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. როგორც შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 068 750 ლარია.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზის სრულფასოვანი განახლება და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან გათანაბრება.

"რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას.

ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია განათების თანამედროვე სისტემის მოწყობა, საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და თანამედროვე სპორტული გარემოს შექმნას.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლუბის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები