მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩხერეში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მომსახურებაზე 15 000 ლარი დაიხარჯება

5e4412a2e6ab8
თამთა ჯიჯავაძე
12.02.20 20:40
1324
საჩხერის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიუსაფარი ძაღლების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში იგეგმება 15 000 ლარის დახარჯვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერაში, დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირებასა და თავშესაფარში განთავსებაში.

შესაბამისი მომსახურების შემსყიდველი ააიპ „ზურმუხტია“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების გაყვანის/დაბრუნების მომსახურება 177 ძაღლზე იქნება გათვალისწინებული.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბირკული უმეთვალყურეო ძაღლების ბუნებრივ არიალში დაბრუნება/გაშვებას საჩხერის მუნიციპალიტეტში უნდა ესწრებოდეს ა(ა)იპი „ზურმუხტის“ დირექტორი.

მომსახურების გაწევის ვადა კი იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - დაუყოვნებლივ.

ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები