მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი ირანია - რა რისკებს ხედავენ ნავთობიმპორტიორები

61b1c2c047782
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 23:38
848
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,12 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტობრივად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით იგივე მოცულობაა. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2021 წლის პირველი 11 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა ირანიდან - 2,86 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 16.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 2.75 ათასი ტონა (16.1%), რუსეთი - 2.72 ათასი ტონა (15.9%); გერმანია - 1.44 ათასი ტონა (8.4%) და სხვ.

იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) პარალელურად საცხებ-საპოხი მასალების მატება არ ხდება, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ფაქტობრივად არ ყოფილა ე.წ. ლოკდაუნი და სხვადასხვა სახის შეზღუდვები პანდემიიდან გამომდინარე, რასაც შეიძლება პირდაპირ უარყოფითად ემოქმედა საცხებ-საპოხი მასალების მოხმარებაზე. კავშირში ირანიდან საცხებ-საპოხი მასალების დიდი მოცულობით შემოსვლისას ბაზარზე გარკვეულ რისკებს ხედავენ.

„ასევე ყურადსაღებია, რომ მიმდინარე წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე კვლავინდებურად დიდი მოცულობით იქნება წარმოდგენილი უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენება საავტომობილო ზეთების ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები