მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის დაბანდებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები?

4 მილიარდ 400 მილიონი ლარის საპენსიო დანაზოგებიდან 841 მილიონი ლარი ამჟამად გლობალურ ფასიან ქაღალდებში დევს. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, გლობალურ აქციებში მთლიანი დანაზოგების 19%-ია განთავსებული. ეს ის თანხაა, რომლის ინვესტირების შესაძლებლობასაც სააგენტოს კანონი აძლევს. საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში დაბანდებული თანხიდან ამჟამად ყველაზე მეტი - 41.5% ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან საფონდო ინდექს S&P 500-შია ჩადებული, რომელიც ისეთ კომპანიებს მოიცავს, როგორებიცაა Microsoft, Google, Amazon, NVIDIA და სხვა. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკულ ინდექსს - , მასში გლობალური აქციების წილის მხოლოდ 8.3% არის ინვესტირებული, რაც 70 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც სააგენტო თავის ანგარიშში წერს, განსაკუთრებით კარგი 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც 25.1%-ით გაიზარდა. რა საინვესტიციო სტრატეგიას ირჩევს წელს საპენსიო სააგენტო და როგორ განაწილდება დაბალრისკიან პორტფელში დაბრუნებული დანაზოგები?

სტუმარი: გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები