Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 19 737 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 91 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9.
142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.
1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.




























