მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად აშენებს იტალია მსოფლიოში ყველაზე გრძელ დასაკიდ ხიდს?

ხიდი
BM. GE
07.08.25 18:49
414

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, $15.5 მილიარდად მსოფლიოში ყველაზე გრძელი დასაკიდი ხიდი აშენდება. პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა, ქვეყნის კონტინენტურ ნაწილს სიცილიასთან დააკავშირებს. მესინას სრუტეზე გადაჭიმული კონსტრუქცია 3.7 კილომეტრის სიგრძის იქნება.

აღსანიშნავია, რომ 6-ხაზიანი საავტომობილო გზის გარდა ხიდზე რკინიგზის ორი ზოლიც გაივლის. ტექნოლოგია, რომლითაც კონსტრუქცია აშენდება, მძლავრ მიწისძვრასა და მრავალბალიან ქარიშხლებზეა გათვლილი. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დაიწყება და 2033 წლისთვის დასრულდება.

მსოფლიოში უგრძეს დაკიდულ ხიდს Eurolink-ის კონსორციუმი ააშენებს. ხელისუფლება მოელის, რომ მშენებლობის პროცესი დამატებით 100,000 სამუშაო ადგილს გააჩენს. ოფიციალური რომის შეფასებით, ხიდი მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის არ იქნება და ის NATO-ს თავდაცვის ინფრასტრუქტურისთვის ღირებული გახდება.

პროექტს მალევე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ სეისმური რისკები არ აშინებთ. ისინი ყურადღებას გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და სიცილიური მაფიის კონტინენტურ იტალიაში ინფილტრაციის საფრთხეზეც ამახვილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები