მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რა მოცულობებით ვყიდულობთ/ვყიდით მარწყვს?

6460ca8a6b24e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 16:49
1238
მარწყვის ადგილობრივი მწარმოებლები ქვეყანაში აგროპროდუქტის იმპორტის ზრდის ტენდეციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თურქული მარწყვის შემოტანამ ქართული - გააიაფა.

როგორია ქვეყანაში სეზონზე მარწყვის იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებელი და სად ვყიდულობთ პროდუქტს - ამის გარკვევას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, მარწყვის იმპორტის მონაცემები მცირეა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის შეძენის ღირებულება და მოცულობები გაიზარდა.

იანვარ-მაისში საქართველომ 269 ათასი დოლარის ღირებულების 997 ტონა მარწყვი შეიძინა. ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 181.2%-ით, მოცულობა კი 237.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნისთვის მარწყვის ერთადერთი და მთავარი მომწოდებელი თურქეთი იყო. სწორედ ამ მიმართულებიდან გაიზარდა მარწყვის იმპორტი.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან მარწყვის რეალიზების მაჩვენებელი იმპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ძირითადად ადგილობრივი საქონლის რეალიზებაზე მოდის. წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან 234. ათასი დოლარის ღირებულების 173 ტონა მარწყვი გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის პირველ კვარტალში რეალიზებული 13 ტონა მარწყვის ღირებულება 13 ათას დოლარს შეადგენდა.

ქართული მარწყვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა მეზობელი სომხეთია. ამ მიმართულებით სამ თვეში 209 ათასი დოლარის 156 ტონა პროდუქტი გაიყიდა, ხოლო მეორე ქვეყანა, რომელშიც მარწყვი გადის რუსეთია. ამ შემთხვევაში 16 ტონა ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 25 ათასი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები