მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რა მოცულობით გადის ექსპორტზე ქართული ნაყინი - AGIC

5ee339a4ee7e9
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.20 21:00
2513
ქვეყნიდან ნაყინის ექსპორტი საკმაოდ მცირე რაოდენობით ხორციელდება - ამის შესახებ AGIC-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 2015-2019 წლების განმავლობაში, ექსპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა 2016 წელს აზერბაიჯანში დაფიქსირდა და 19 ტონა შეადგინა. ამავე წელს 3 ტონა ნაყინი სომხეთში ექსპორტირდა, ხოლო 2019 წელს საქართველოდან 5 ტონა ნაყინი უზბეკეთში გავიდა ექსპორტზე.

„საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის თანახმად, 2019 წელს ექსპორტირებული ნაყინის საერთო ღირებულებამ შეადგინა 9 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს ნაყინის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ქვეყნები, სადაც ხორციელდება ნაყინის ექსპორტი ღირებულების მიხედვით, შემდეგია: უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა 2016 წელს, 62 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნაყინი გავიდა აზერბაიჯანში. 2019 წელს ნაყინის ექსპორტი განხორციელდა უზბეკეთში, 9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების”, - ნათქვამია ნაყინის ბაზრის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები