მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რამდენს ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები – ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

5df63a7b44f23
BM.GE
15.12.19 19:45
2009
2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

კონკრეტულად ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა კი 710.3 ათასი დაფიქსირდა, რაც 21.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 45.4%, მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში (საშუალოდ 270.6 ათასი ვიზიტი თვეში) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საშუალოდ 238.3 ათასი ვიზიტი თვეში) შედგა.

რაც შეეხება ხარჯებს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 235.4 მილიონი ლარია, რაც 22.6%–ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. თითოეულ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი 8.7 ლარით გაიზარდა და 169.4 ლარს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები