მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გაიცა ბინების მშენებლობაზე ყველაზე მეტი ნებართვა იანვარში? - თბილისის უბნების რეიტინგი

ვაშლიჯვარი

იანვარში თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტებზე სულ 19 ნებართვა გაიცა.

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ 2024 წელი ნებადართული საცხოვრებელი ფართის 71.8%-იანი წლიური ზრდით დაიწყო. ჯამში იანვარში მშენებლობის 19 ნებართვა 124 000 მ²-ზე გაიცა, მაშინ როდესაც 2023 წელს 15 ნებართვა მხოლოდ 72 000 მ²-ზე იყო გაცემული.

უბნების მიხედვით, 2024 წლის იანვარში საცხოვრებელი ფართის მშენებლობაზე ნებართვების 27% საბურთალოზე იყო გაცემული, რასაც ვაშლიჯვარი (20%) და სამგორი (17%) მოსდევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები