მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ღირს 1 მბ/წმ ინტერნეტი ყველაზე ძვირი და იაფი? - 2025

ინტერნეტი

თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში, ინტერნეტზე წვდომა აუცილებელ ინფრასტრუქტურად იქცა, თუმცა ფასი, რომელსაც ადამიანები ამ წვდომისთვის იხდიან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დრამატულად განსხვავდება.

Visual Capitalist-ი We are Social-ზე დაყრდნობით, ინტერნეტის ღირებულებას 56 ქვეყანაში აფასებს - გამოქვეყნებული რეიტინგი ასახავს, სად ღირს წამში 1 MB ინტერნეტზე წვდომა ყველაზე ძვირი და სად - ყველაზე იაფი.

TOP 15 ქვეყანა, სადაც 1 მბ/წმ ინტერნეტი ყველაზე ძვირია:

1 არაბთა გაერთიანებული საამიროები 4.31 აშშ დოლარი
2 განა 2.58 აშშ დოლარი
3 შვეიცარია 2.07 აშშ დოლარი
4 კენია 1.54 აშშ დოლარი
5 მაროკო 1.16 აშშ დოლარი
6 ავსტრალია 1.05 აშშ დოლარი
7 გერმანია 1.04 აშშ დოლარი
8 ნიგერია 0.72 აშშ დოლარი
9 კანადა 0.66 აშშ დოლარი
10 პაკისტანი 0.53 აშშ დოლარი
11 სამხრეთ აფრიკა 0.50 აშშ დოლარი
12 ინდონეზია 0.41 აშშ დოლარი
13 ჰონგ-კონგი 0.39 აშშ დოლარი
14 დიდი ბრიტანეთი 0.36 აშშ დოლარი
15 ბანგლადეში 0.36 აშშ დოლარი

TOP 10 ქვეყანა, სადაც 1 მბ/წმ ინტერნეტი ყველაზე იაფია:

10 ჩინეთი 0.05 აშშ დოლარი
9 ვიეტნამი 0.04 აშშ დოლარი
8 ჩილე 0.03 აშშ დოლარი
7 კოლუმბია 0.03 აშშ დოლარი
6 პოლონეთი 0.03 აშშ დოლარი
5 არგენტინა 0.03 აშშ დოლარი
4 სინგაპური 0.03 აშშ დოლარი
3 რუსეთი 0.02 აშშ დოლარი
2 ტაილანდი 0.02 აშშ დოლარი
1 რუმინეთი 0.01 აშშ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები