მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად მდებარეობს ბუშერის ატომური ელექტროსადგური და რა საფრთხეებზე საუბრობს რუსული მხარე?

ბუშერი

რუსეთის სახელმწიფო ატომურმა კორპორაცია "როსატომმა", ირანზე აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო, ირანში, ბუშერის საპორტო ქალაქში, ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკების მშენებლობა შეაჩერა.

"როსტომის" ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა სამშაბათს გაფრთხილება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ-ებრაული თავდასხმების გამო, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე ემუქრება.

"სადგური ნამდვილად საფრთხის ქვეშაა, რადგან აფეთქებების ხმა უკვე სადგურის თავდაცვის ხაზიდან ისმის, მისი ფიზიკური დაცვის ხაზიდან კილომეტრებში," - განუცხადა "როსტომის" გენერალურმა დირექტორმა რუსულ მედიას.

ლიხაჩოვის თქმით, სარაკეტო თავდასხმები "მიმართულია არა თავად სადგურზე, არამედ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, იქვე მდებარეობს. თუმცა, კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად საფრთხე აშკარად იზრდება".

მისი განცხადებით, ობიექტზე დარტყმამ, შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაქტიური დაბინძურების გავრცელება გამოიწვიოს.

ლიხაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ერთადერთ მოქმედ ატომურ სადგურზე, ბუშერში, ორი ახალი ბლოკის მშენებლობა მიმდინარე ავიაიერიშების გამო შეჩერდა, თუმცა დასძინა, რომ რუსი სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ.

"როსტომი" ირანს ბუშერის სადგურის აშენებაში ეხმარებოდა. სადგური ეროვნულ ქსელს 2011 წელს მიუერთდა და მისი სიმძლავრე 1 000 მეგავატია. მოსკოვი და თეირანი ბუშერში დამატებითი ორი რეაქტორის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რაც 2017 წელს დაიწყო.

"როსტომის" განცხადებით, მათ უკვე მოახდინეს 94 თანამშრომლისა და ყველა იმ პირის ევაკუაცია, ვისაც ირანის დატოვება სურდა. უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, კომპანია კიდევ 200-მდე თანამშრომლის გამოყვანას გეგმავს.

ირანული სახელმწიფო მედია ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქალაქი, სადაც ბუშერის ატომური სადგური მდებარეობს, აშშ-ისა და ისრაელის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა.

გაეროს ატომური ზედამხედველობის სამსახურის (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ კი განაცხადა, რომ არ არსებობს "არანაირი ნიშანი" იმისა, რომ ავიაიერიშების შედეგად რაიმე ბირთვული ობიექტი, მათ შორის ბუშერი, დაზიანდა ან სამიზნე გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები