მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად მიჰყავს „ოცნებას“ საქართველო? - ნიკოლოზ შურღაია საქმის კურსში

ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს გაჩერებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოყვა. ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა. “არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ, ჩემი სრული სოლიდარობა მათ", - წერს ბერძენიშვილი. ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი 100-ზე მეტი თანამშრომელიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. რას ნიშნავს მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გაჩერებასთან დაკავშირებით და როგორ აისახება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ეკონომიკაზე?

სტუმარი: ნიკოლოზ შურღაია - ფინანსისტი, ბიზნესის მრჩეველი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები