მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შენდება ყველაზე მეტი კერძო სახლი? - “ჰაბმშენის" სტატისტიკა

63d3cf3603e75
ნინი ლონგურაშვილი
28.01.23 00:00
4796
კერძო სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თბილისის შემოგარენში თავისუფალი მიწის ნაკვეთები სულ უფრო ხშირად იყიდება. ძირითადი დაინტერესება თბილისის შემოგარენზეა და სტაბილურად საგურამოს ტერიტორიაზე.

BMG კერძო სახლების მშენებელ კომპანია “ჰაბმშენს” დაუკავშირდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა ორბეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ფასის ზრდის მიუხედავად მოთხოვნა კერძო სახლების მშენებლობაზე მაღალია, რადგან თუ გასულ წელს, 6-7 კერძო სახლის მშენებლობის შეკვეთა ჰქონდათ, 2023 წელს მათი რიცხვი 20-ს გასცდა.

"თუ გასულ წელს მოთხოვნა და დაინტერესება ძირითადად ვარკეთილი და ლილოს ტერიტორიაზე იყო, 2021 წელს ძირითადი მშენებლობები კოჯორი და წავკისის მიმართულებებზე გვქონდა. ამავე პერიოდში გაზრდილი მოთხოვნა იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაც. ოთხი წლის ჭრილში თუ შევხედავთ საგურამო სტაბილურად მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წყნეთი იმდენად გადატვირთულია, რომ კიკეთშიც მცირდება თავისუფალი ადგილები და ბოლო პერიოდში დაინტერესება წამოვიდა პანტიანი-ორბეთის მიმართულებაზე. ამ ეტაპზე უკვე 3 პროექტი გვაქვს განხორციელებული,”- აღნიშნა ირაკლი ახალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9%). რაც შეეხება წლიურ ზრდას, [2021 წლის მეოთხე კვარტალი] ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 პროცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები