2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოში მსხლის იმპორტი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მსხლის ფასი ნოემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში 53%-ით არის გაძვირებული.
ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყანაში 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების 1 503 ტონა მსხალი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, თანხაში 6.4%-იან ზრდას, ხოლო მოცულობაში 2%-იან მატებას განაპირობებს.
წელს, 10 თვეში, საქართველოსთვის თანხობრივად მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ნიდერლანდები გახდა, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტი მსხალი თურქეთიდან შემოვიდა.
იმპორტის ძირითადი ქვეყნები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნიდერლანდები – $643 ათასი, 343 ტონა;
- თურქეთი – $419 ათასი, 993 ტონა;
- სომხეთი – $42 ათასი, 98 ტონა;
- პოლონეთი – $23 ათასი, 59 ტონა;
- აზერბაიჯანი – $2 ათასი, 5 ტონა.




























