მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პური ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორისაა - საქსტატი

პური

საქსტატმა ინფლაციის ამსახველი დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახულია გასული თვის განმავლობაში 305 ძირითადი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება. მთლიანობაში ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10%-იანმა ზრდამ იქონია, ამასთან, ძირითად სამომხმარებლო საქონელს შორის არაერთზე ფასები ორნიშნა რიცხვით არის გაზრდილი, მათ შორის გასულ თვეში ქვეყანაში გაძვირდა პური, რის შედეგადაც ეს საქონელი ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის მოხვდა.

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს, აქ პირველ ადგილს ქლიავი იკავებს 102%-ით, მეორე ადგილზეა მსხალი 53%-ით. ასევე, მკვეთრად გაძვირდა კაკაო, კარტოფილი, ატამი და სხვა სასურსათო პროდუქტები.

2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლები - ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება:

# საქონელი ფასის წლიური ცვლილება
1 ქლიავი 101.8%
2 მსხალი 53.0%
3 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 47.2%
4 ლიმონი 45.5%
5 ატამი 35.7%
6 კარტოფილი 28.6%
7 ნაყინი 26.9%
8 საავადმყოფოს მომსახურება 25.5%
9 ხორბლის პური 21.5%
10 კაკაო 21.2%

რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, პირველ ადგილზეა მწვანილი, რომელიც წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიაფდა. მეორე პოზიციას ფასის 24%-იანი კლებით პომიდორი იკავებს, მესამეზე კი წიწაკაა 20%-ის კლებით.

# საქონელი ფასის წლიური ცვლილება
1 მწვანილი -40.3%
2 პომიდორი -23.6%
3 წიწაკა -19.9%
4 მაცივარი -16.8%
5 ტელევიზორი -16.3%
6 ქალის ქვედაკაბა -14.2%
7 ბრინჯი -14.0%
8 ქალის შარვალი -13.7%
9 მიქსერი -13.4%
10 კიტრი -13.0%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები