მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სადახლოზე" ₾43 ათასის ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური
11.07.25 14:12
491

"სადახლოზე" 43 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 279,9 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 919,23 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები