მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადახლოსა და ვალეს საბაჟოზე 8500 ლარის მობილური ტელეფონები უკანონოდ შემოჰქონდათ

639b0bda934c6
BM.GE
15.12.22 15:54
392
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ვალე" და "სადახლო-საავტომობილო“, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ს.ო.-სა და გ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 548,31 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 548,31 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები