მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს და სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების საკითხზე შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე დააყენებენ, ბანკებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვაა. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივითაცაა შესაძლებელი.