მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიებისთვის ეთიკის ზოგადი პრინციპები შემუშავდა

დეპოზიტების დაზღვევა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო კომპანიებისთვის ეთიკის ზოგადი პრინციპები შეიმუშავა.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით "მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები“.

დოკუმენტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია:

  • შეიმუშაოს და დაიცვას ეთიკის ზოგადი პრინციპები ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს კოდექსის გაცნობა ყველა დასაქმებულისთვის;
  • უზრუნველყოს კოდექსის იმპლემენტაცია სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობაში და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად;

"სადაზღვევო საქმიანობა ფინანსურ სექტორში მისი როლისა და საქმიანობის სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. თავის მხრივ, მზღვეველის ეთიკური ქცევა განაპირობებს მომხმარებლის ნდობის ჩამოყალიბებას სადაზღვევო საქმიანობის მიმართ.

ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიზანია მზღვეველში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მზღვეველების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, მომხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სადაზღვევო ორგანიზაციების რეპუტაციის განმტკიცებას, გამჭვირვალე, სამართლიანი და კეთილსინდისიერი ურთიერთობების უზრუნველყოფას და სადაზღვევო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას", - წერია დოკუმენტში.

ახალი ნორმატიული აქტი საქართველოში ლიცენზირებულ ყველა მზღვეველზე ვრცელდება, ასევე მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, ხელმძღვანელ პირებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებზე.

მიღებული დოკუმენტით, მზღვეველი ვალდებულია შეიმუშაოს კოდექსი, რომელიც შეესაბამება ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პრინციპებს. დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურს უფლება ექნება გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანქციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები